პრეზიდენტმა 11 მსჯავრდადებული შეიწყალა

2024-11-11 15:57:41

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდადებული შეიწყალა. ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

11 მსჯავრდადებულიდან რვა პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდა, სამს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა.

საქართველოში შეწყალების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს. მას შეუძლია პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნებისმიერი დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანი.