რუსთავში, ახალგაზრდა ქალმა დედას და უმცროს ძმას სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ჭყონდიდელის დასახლებაში, შვილს კამათი დედასთან და არასრულწოვან ძმასთან მოუვიდა. ხმამაღალი საუბარი ფისიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც ახალგაზრდა ქალმა ჯერ დედას შემდეგ კი ძმას სცემა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მომხდარზე დაწყებულია გამოძება.