რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი ბორდიურზე ავარდა და საგზაო ნიშნები მოგლიჯა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.