საბერძნეთში დააკავეს ქართველი კაცი, რომელმაც პოლიციელს უკბინა

2024-11-07 13:53:02

საბერძნეთში, თესალონიკში 49 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქურდობის პრევენციის დანაყოფის პოლიციელებმა ქართველი კაცის შემოწმება სცადეს, რა დროსაც 49 წლის გაქცევა მოინდომა და ერთ-ერთ პოლიციელს ფიზიკურად შეეხო და უკბინა.

სამართალდამცავებმა ქართველი დააკავეს და ჩხრეკის დროს ქურდობისთვის საჭირო დანადგარები და 3 ოქროს ჯაჭვი აღმოუჩინეს, რომელიც ქართველი საკუთრება არ იყო.