რუსთავის მუნიციპალიტეტს სადარბაზოებისა და კორპუსის ფასადების რეაბილიტაციის პროგრამები აქვს.
პირველი პროგრამა "თანადაფინანსების პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც "რუსთავის კორპუსს" კორპუსის ამხანაგობასთან ერთად შეუძლია შემდეგი სამუშაოების ჩატარება:
1. შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთება - "რუსთავის
კორპუსი" 100%-ით აფინანსებს
2. სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი - ამხანაგობის
თანამონაწილეობა 10%-ია, რუსთავის კორპუსი ხარჯების 90%-ს ფარავს.
3. სადარბაზოს შიდა რემონტი - ამხანაგობის
თანამონაწილეობა 10%-ია, რუსთავის კორპუსი ხარჯების 90%-ს ფარავს. ამ პროგრამის ფარგლებში, თუკი კონკრეტულ სადარბაზოში სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა სარეიტინგო ქულა 63 000-მდეა, რემონტისთვის საჭირო მათ წილ თანხას მუნიციპალიტეტი დაფარავს.
4. პანელოვან შენობებში სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია - ამხანაგობის თანამონაწილეობა 10%-ია, რუსთავის კორპუსი ხარჯების 90%-ს ფარავს
5. სადარბაზოებში სართულის უჯრედზე სენსორული განათების მოწყობა (მაღალსართულიანი) - ამხანაგობის თანამონაწილეობა 30%-ია, რუსთავის კორპუსი ხარჯების 70%-ს ფარავს
6. სადარბაზოებში სართულის უჯრედზე სენსორული განათების მოწყობა (დაბალსართულიანი) - ამხანაგობის თანამონაწილეობა 10%-ია, რუსთავის კორპუსი ხარჯების 90%-ს ფარავს
7. კორპუსებში რკინა/ბეტონის კონსტრუქციის შეკეთება - ამხანაგობის თანამონაწილეობა 10%-ია, რუსთავის კორპუსი ხარჯების 90%-ს ფარავს
8. ლიფტების სამანქანოს მოწყობა - ამხანაგობის თანამონაწილეობა 0%-ია, რუსთავის კორპუსი ხარჯების 100%-ს ფარავს
9. კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია - ამხანაგობის თანამონაწილეობა 5%-ია, რუსთავის კორპუსი ხარჯების 95%-ს ფარავს
10. კორპუსის სარინერის მოწყობა - ამხანაგობის თანამონაწილეობა 10%-ია, რუსთავის კორპუსი ხარჯების 90%-ს ფარავს
11. კორპუსში დრენაჟის მოწყობა - ამხანაგობის თანამონაწილეობა 10%-ია, რუსთავის კორპუსი ხარჯების 90%-ს ფარავს
ააიპ "რუსთავის კორპუსს" აქვს კიდევ ერთი პროგრამა, "ინიციატივების ხელშეწყობა", რომლის ფარგლებშიც ამხანაგობას სამშენებლო მასალები გადაეცემა, ხოლო სამუშაოების შესრულებაზე თავად მოსახლეობამ უნდა იზრუნოს.