რუსთავში ხმაურისთვის მოქალაქემ კლდიაშვილის სკვერში არსებულ გასართობ სივრცეს უჩივლა.
როგორც "ინფო რუსთავს" მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, მოქალაქეს ატრაქციონების კუთხეში ჩართული მუსიკის ხმა აწუხებდა.
მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის, ბაჩო ხაჩიძის თქმით, შემოწმების მიზნით ადგილზე იმყოფებოდნენ სამსახურის თანამშრომლები და დადგინდა, რომ ხმაურის დონე შესაბამის ნორმებს არ აჭარბებდა.
ცნობისთვის, კანონმდებლობა ხმაურისთვის პირველ ჯერზე მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, მისი განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი 150, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.