Fox News-ის მონაცემებით, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის უკვე 277 ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.
1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა.
რესპუბლიკელი კანდიდატი უკვე გამოცხადდა გამარჯვებულად ორ ე.წ. მერყევ შტატში - ჯორჯიასა და ჩრდილოეთ კაროლინა. ამასთან, იგი ლიდერობდა სხვა ე.წ. მერყევ შტატებშიც: არიზონა, მიჩიგანი, ნევადა, პენსილვანია და ვისკონსინი.