შვეიცარიაში ქალაქ ბაზელში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, დაკავებულია 24 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ქურდობა ედება.
შემთხვევა საიუველირო მაღაზიაში მოხდა, როცა ახალგაზრდას ძვირადღირებული საათი აჩვენეს, რის შემდეგაც ის მაღაზიიდან გაქცევას ცდილობდა. ის მაღაზიის თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა შეაჩერეს რასაც ჩხუბი მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ გაქცევა მაინც შეძლო.
მოგვიანებით, ახალგაზრდა ქართველი კაცი კიდევ ერთი ინციდენტის მონაწილე აღმოჩნდა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა.