რუსთავში, შარტავას გამზირზე ხანძრის დროს ბინა დაიწვა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი მალე მოედო სახლს და მთელს კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება იყო, რის გამოც მოსახლეობის ევაკუირება მოხდა.
ხანძრის გაჩენის დროს ბინაში არავინ იმყოფებოდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე ადამიანმა ძლიერი დაკვამლიანების გამო ინტოქსიკაცია მიიღო. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ეკიპაჟმა ადგილზევე გაუწია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შარტავას გამზირზე იმყოფებოდა სამართალდამცავთა რამდენიმე ეკიპაჟიც.