რუსთავში, მე-12 მიკრორაიონის N9 კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, რამდენიმე დღეა საკანალიზაციო მილი დაზიანებულია და საკანალიზაციო მასა ეზოში მიწის ზედაპირზე ამოდის.
ადგილობრივის თქმით, საკანალიზაციო მილი ხშირად იჭედება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" კომპანია "ჯივიპი რუსთავს" დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ადგილზე მათი ჯგუფი იმყოფებოდა და ამ ეტაპზე ქსელი გაწმენდილი და მოწესრიგებულია.