რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა

2024-11-03 17:22:50

ოჯახური ძალადობის ფაქტი რუსთავში.

ქმარმა ცოლს თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შემდეგ კი, სცემა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კამათი ცოლ-ქმრს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.