100 ლარიანი სტიპენდია რუსთაველი პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის

2024-11-03 16:58:04

რუსთავში პროფესიული სასწრავლებლების სტუდენტებს ყოველთვიური სტიპენდიის მიღება შეუძლიათ.

რუსთავის მერიის სოციალური პროგრამის "პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის" მიხედვით, 100 ლარით წახალისებას პროფესიული პროგრამის დასრულებამდე მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების სტუდენტები მიიღებენ.

პროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე და მცხოვრები 18 წლის ასაკიდან პირები, რომლებიც ქალაქში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი.

ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი პირი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) განმცხადებლის/ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველის პირადობის დამადასტურებელი
მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

ბ) ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი -საინფორმაციო ბარათი (საჭიროების შემთხვევაში);

გ) საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ, კანონით დადგენილი წესით;

დ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რაც ობიექტურად საჭირო გახდება წარმოებისას, გადაწყვეტილების მიღების მიზნით.