რომელი საწარმოები მოიხმარენ ყველაზე მეტ ელ. ენერგიას რუსთავში

2024-11-03 14:22:53

2024 წლის ცხრა თვეში საქართველომ სულ 11.7 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის თანახმად, ქვეყანამ წელს საკუთარი ენერგომოხმარების უდიდესი ნაწილი ადგილობრივი გენერაციის მეშვეობით დააკმაყოფილა, რამაც აღნიშნულ პერიოდში 11.3 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა.

სემეკმა გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც 10 კომპანია ჩამოთვლილი, რომლებმაც ამ 9 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ელ. ენერგია მოიხმარა.

ანგარიშის მიხედვით, რუსთავში არსებული კომპანიებიდან ყველაზე მეტი ელექტრო ენერგია "რუსთავის აზოტმა" - 192.9 მილიონი კვტსთ მოიხმარა.

1. სს რუსთავის აზოტი - 192.9 მილიონი კვტსთ(ქვეყნის მასშტაბით მე-2 ადგილზეა)

2. შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია - 160.9 მილიონი კვტსთ((ქვეყნის მასშტაბით მე-3 ადგილზეა)

3. შპს რუსთავის ფოლადი 129.6  მილიონი კვტსთ(ქვეყნის მასშტაბით მე-6 ადგილზეა)

4. შპს ჯეოსთილი - 77.7 მილიონი კვტსთ(ქვეყნის მასშტაბით მე-9 ადგილზეა)