ვის დაუფინანსებს რუსთავის მერია საკურორტო მომსახურების ხარჯებს

2024-11-03 13:48:33

რუსთავის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საკურორტო მომსახურების ხარჯებს უფინანსებს.

"პროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები.

პროგრამა მოიცავს საქართველოს კურორტებზე მომსახურების ხარჯების დაფინანსებას 600 ლარის ოდენობით, ხოლო 800 ლარით დაფინანსდება შშმ ბავშვი, რომლის ოჯახიც:

ა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

ბ) მარტოხელა მშობლის შშმ ბავშვი;

გ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული შშმ ბავშვი;

დ) შშმ მშობლის შშმ ბავშვი;

ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრი შშმ ბავშვი;

გ) მარჩენალდაკარგული შშმ ბავშვი",- ვკითხულობთ მერიის ვებ. გვერდზე.