გამოფენა სამხატვრო სკოლაში (photo)

2018-01-09 18:40:22

სამხატვრო სკოლაში მამა-შვილ მალხაზ და ირაკლი დათუკიშვილების ნახატების გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მათ მიერ შექმნილი 40-მდე ნამუშევარი, რომელიც გრაფიკაშია შესრულებული. გამოფენის მნიშვნელობასა და მამა-შვილის შემოქმედების როლზე „ინფო რუსთავთან“ ისაუბრა სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის ხელმძღვანელმა მარიკა ფიროსმანაშვილმა.

„ირაკლი ჩვენს გვერდით აღარ არის, მაგრამ ყველამ ვინც მხატვრობაში ერკვევა, იცის, რომ ის იყო ძალიან პერსპექტიული მხატვარი, რომლისგანაც ბევრს ელოდნენ. მხატვრობა მარადიული ხელოვნებაა, ჩვენ წავალთ, მაგრამ ირაკლისა და მალხაზის ნამუშევრები დარჩება ამ ქალაქს“,- აღნიშნა მარიკა ფიროსმანაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის თარიღი სპეციალურად იქნა შერჩეული და ის ახლგაზრდა მხატვრის დაბადების დღეს დაამთხვიეს. ირაკლი დათუკიშვილი უბედური შემთხვევის შედეგად ტრაგიკულად გარდაიცვალა. ღიონისძიებას ესწრებოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლები, ირაკლი დათუკიშვილის მეოგრები და ოჯახის ახლობლები.