ესპანეთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მინიმუმ 92 ადამიანი ვალენსიაში დაიღუპა, ორი - ვალენსიის დასავლეთით, კასტილა-ლა მანჩაში და ერთი მალაგაში.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულია.
ოთხშაბათს ესპანეთმა სამაშველო სამუშაოებში დახმარების გასაწევად 1000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა, მაგრამ დატბორილი გზების და ჩამოგდებული საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზების გამო მაშველთა ბევრი ჯგუფი ქალაქებს მოწყვეტილია.