აღმოსავლეთ და სამხრეთ ესპანეთში, 28 ოქტომბერს, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია.
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიიხედვით, სტიქიის შედეგად არიან დაღუპულები, თუმცა ზუსტი რიცხვი დაუზუსტებელია.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი.
ესპანეთის საზოგადოებრივ ტელევიზია TVE-სთან ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელმა კასტილა-ლა მანჩაში, მილაგრას ტოლონმა განაცხადა, რომ დაკარგულების მოსაძებნად სასწრაფო დახმარების ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ.