რუსთავში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს 57 საარჩევნო უბანზე სულ 976 ბიულეტინი ბათილად იქნა ცნობილი, რაც მისული ამომრჩევლის 1,56%
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.
მისი თქმით, ბიულეტინების ბათილად ცნობის მიზეზი ზოგ შემთხვევაში რამდენიმე გაფერადებული წრე იყო, ზოგ შემთხვევაში ამომრჩევლის მიერ მთლიანად გადახაზული ბიულეტინი.
ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით, მარნეულის 40 საარჩევნო უბანზე ბათილად ცნობილი იქნა 879 ბიულეტინი.
გარდაბანში, სადაც 19 საარჩევნო უბანი იყო, 511 ბიულეტინი იქნა ბათილად ცნობილი.