რუსთავში რომელ უბანზე მიიღო სხვადასხვა პარტიამ ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები ხმა

2024-10-28 13:18:30

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ ქვეყნის მასშტაბით 5%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა. მათ შორისაა "კოალიცია ცვლილებებისთვის", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა", "ძლიერი საქართველო", "გახარია საქართველოსთვის"  და "ქართული ოცნება".

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ იმ უბნებს, სადაც პარტიებმა ყველაზე ცოტა და ყველაზე ბევრი ხმა მიიღეს.

"კოალიცია ცვლილებებისთვის"

 

ყველაზე ცოტა - 74 ხმა აიღო N32 უბანზე, ეს უბანი 23-ე საჯარო სკოლაში მდებარეობდა მდებარეობს. ამ უბანზე 692 ამომრჩეველი მივიდა.

ყველაზე ბევრი - 248 ხმა აიღო N48 უბანზე, რომელიც მე-4 საჯარო სკოლაში მდებარეობდა. ამ უბანზე 1479 ამომრჩეველი მივიდა.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა"

 

ყველაზე ცოტა - 49 ხმა აიღო მე-18 უბანზე, რომელიც 26-ე საჯარო სკოლაში მდებარეობს. ამ უბანზე 772 ამომრჩეველი მივიდა.

ყველაზე ბევრი - 230 ხმა აიღო 29-ე უბანზე, რომელიც კერძო სკოლა "ლამპარში" იყო განთავსებული, ამ უბანზე 1662 ამომრჩეველი მივიდა.

"ძლიერი საქართველო"

 

ყველაზე ცოტა - 62 ხმა აიღო 28-ე უბანზე, რომელიც მე-18 საჯარო სკოლაში იყო განთავსებული, ამ უბანზე 643 ამომრჩეველი მივიდა.

ყველაზე ბევრი - 188 ხმა აიღო მე-10 უბანზე, რომელიც მე-16 საჯარო სკოლაში მდებარეოვდა, ამ უბანზე 1645 ამომრჩეველი მივიდა.

"გახარია საქართველოსთვის"

 

ყველაზე ცოტა - 45 ხმა აიღო მე-2 უბანზე, რომელიც მუნიციპალურ თეატრში მდებარეობდა, ამ უბანზე 728 ამომრჩეველი მივიდა.

ყველაზე ბევრი - 245 ხმა აიღო 29-ე უბანზე, რომელიც კერძო სკოლა "ლამპარში" იყო განთავსებული, ამ უბანზე 1662 ამომრჩეველი მივიდა.

"ქართული ოცნება"

 

ყველაზე ცოტა - 222 ხმა აიღო მე-15 უბანზე, რომელიც N12 საჯარო სკოლაში მდებარეობდა, ამ უბანზე 632 ამომრჩეველი მივიდა

ყველაზე ბევრი - 621 ხმა აიღო 30-ე უბანზე, რომელიც N20 საბავშვო ბაღში მდებარეობს, ამ უბანზე 1532 ამომრჩეველი მივიდა.

შეგახსნებთ, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ზემოთ ჩამოთვლილმა პარტიებმა რუსთავის 57-ვე უბანზე მიიღეს:

"კოალიცია ცვლილებებისთვის" - 8625 ხმა (14.247%)

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" - 6844 ხმა (11.305%)

"ძლიერი საქართველო" - 6269 ხმა (10.355%)

"გახარია საქართველოსთვის" - 6464 ხმა (10.677%)

"ქართული ოცნება" - 24815 ხმა (40.99%)