რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "პორშეს" მარკის ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.