რუსთავში 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 61 923 ადამიანმა დააფიქსირა, რაც დაახლოებით ამომრჩეველთა 56,6%.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიაწოდეს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში 57 საარჩევნო უბანია გახსნილი და 106 310 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 20:00 საათისთვის საკუთარი პოზიცია 59 500 ადამიანს ჰქონდა დაფიქსირებული.