2024-10-26 15:15:56
    
		
		
			რუსთავში 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 45 716 ადამიანმა დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიიდან მიაწოდეს. 
ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით 2 საჩივარია დაწერილი.
შეგახსენებთ, რომ ქალაქში 57 საარჩევნო უბანია გახსნილი და 106 310 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 15:00 საათისთვის საკუთარი პოზიცია 39 719 ადამიანს ჰქონდა დაფიქსირებული.