12:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 26 854 მოქალაქემ დააფიქსირა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საჩივარი არ არის დაწერილი.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 21 946 იყო.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის მასშტაბით სულ 57 საარჩევნო უბანია გახსნილი და 106 310 ამომრჩეველია რეგისტრირებული.