რუსთავში 10:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 12 728 მოქალაქემ დააფიქსირა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, რუსთვში ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 06:45 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.
საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის მასშტაბით სულ 57 საარჩევნო უბანია გახსნილი და 106 310 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10 საათისთვის საკუთარი პოზიცია 10968 ჰქონდა დაფიქსირებული.