რუსთავის N20 საარჩევნო ოლქში ყველა უბანი შეფერხების გარეშე გაიხსნა.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ხათუნა გოშაძემ განუცხადა.
მისი თქმით რუსთავში არსებულ 57 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა 08:00-ზე დაიწყო.
რუსთავის ყველა უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ამომრჩეველთა აქტივობის პირველი მონაცემები 10:00 საათისთვის გასაჯაროვდება.