რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "აუდისა" და "სუბარუს" მარკის მსუბუქი ავტომობილები ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ორივე ლეონიძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ კვების ობიექტთან, ბორდიურზე შევარდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა შუახნის მამაკაცი.
კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილოზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.