თურქეთში სამი ტერორისტი ავიაკოსმოსურ კომპანიას TUSAŞ დაესხა თავს.
შემთხვევის დროს 5 ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და თურქული მედია ავრცელებენ.
გამოცემა CNN-ის ცნობით, სამი ტერორისტი თავს დაესხა ანკარის კარამანკაზანის უბანში მდებარე კომპანიას Turkish Aerospace Industries, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თურქული შეიარაღების სისტემების განვითარებაში.
თურქული მედია ტერორისტიების სურათებს ავრცელებს, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს. კადრებზე ჩანს, რომ სამი ტერორისტი, მათ შორის ერთი ქალი, კომპანიის კართან ტაქსით მივიდნენ, მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით გადმოვიდნენ და თავდასხმა განახორციელეს.