2024-10-23 21:50:12
    
		
		
			რუსთავში მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს, რომელიც ქვეითად გადაადგილებოდა, "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.