ბარსელონაში ქართველი კაცი დაიღუპა.
ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით 50 წლამდე ქართველი ერთ-ერთ სახლში ქურდობის მიზნით შეიპარა.
სახლის მეპატრონემ სახლში დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერებით შეამჩნია, რომ მის სახლში უცხო მამაკაცი იმყოფებოდა, აცნობა სამართალდამცავებს და თავადაც შინ დაბრუნდა.
სახლში დაბრუნებული მეპატრონისგან თავის დაღწევა მე-4 სართულის აივნიდან გადახტომით სცადა.
კაცი მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.