აზერბაიჯანში გამართულ ტაეკვანდოს საერთაშორისო ტურნირზე რუსთაველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
ტურნირზე, რომელშიც 5 ქვეყნის 800-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, 6 რუსთაველიდან სამმა საპრიზო ადგილის დაკავება შეძლეს.
ელიმშან ტალიბოვისა და ბაჩანა ტუხაშვილის მიერ გაწვრთნილმა სპორტსმენებმა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
ხატია გაროზაშვილი - ოქროს მედალი, ჯუნიორი 46კგ წონით კატეგორიაში
საბა ბეგიაშვილი - ვერცხლის მედალი, ჯუნიორი 63 კგ წონით კატეგორიაში
მარიამ ჯულაღიძე - ვერცხლი, 65 კგ წონით კატეგორიაში