რუსთაველმა სპორტსმენებმა პირველი ადგილი დაიკავეს

2024-10-21 12:16:47

რუსთაველმა სპორტსმენებმა ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში წარმატებით იასპარეზეს.

ბათუმში ჩატარებულ აჭარის ღია ჩემპიონატზე, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, რუსაველმა ჯაბა სეფიაშვილმა, ზუკა ღვინიანიძე და ალეკო სიდანოვმა პირველი ადგილი დაიკავეს.

ჯაბა სეფიაშვილმა 59 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 140 კგ აწია.

ზუკა ღვინიანიძემ 66 კგ წონით კატეგორიაში სუბ-ჯუნიორებში იასპარეზა, 131 კგ ასწია და ევროპის რეკორდი დაამყარა.

ალეკო სიდანოვმა ჯუნიორებში 74 კგ წონით კატეგორიაში 140 კგ აწია და პირველი ადგილიც დაიკავა.