რა ღირს რუსთავში საცხოვრებელი ბინა უბნების მიხედვით?
ამ კითხვით "ინფო რუსთავი" უძრავი ქონების აგენტს, ალექსანდრე ცერცვაძეს დაუკავშირდა.
როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე უბნის გარდა, ფასები ქალაქის მასშტაბით არსებულ თითქმის ყველა ლოკაციაზე ერთ ნიშნულზეა.
"4 უბანია, სადაც შედარებით ნაკლები ფასია, დანარჩენ უბნებში კი ყველგან ერთნაირია ფასი. ყველაზე იაფი ბინები ინტერნატებშია, შემდეგ მოდის ბალანჩივაძის ქუჩა და დავით გარეჯი, მერე კი მე-18 მიკრორაიონია", - განაცხადა ცერცვაძემ.
აგენტის თქმით, ერთოთახიანი ბინის ფასები უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:
ჭყონდიდელის დასახლება - 22-23 000$;
ბალანჩივაძისა და დავით გარეჯის ქუჩები - 25-26 000$;
მე-18 მიკრორაიონი - 28-29 000$;
სხვა უბნები - 35 000-40 000$.