რუსთავში, მე-18 მიკრორაიონში დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა მიმდინარეობს.
4 კორპუსს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს "საბა კონტრაქშენი" აშენებს.
ამ ეტაპზე ოთხი კორპუსიდან ორის სამი სართული აშენებულია და მიმდინარეობს მეოთხეს მშენებლობა, მესამე კორპუსში აშენებულია ხუთი სართული და მეექვსეა დაწყებული, რაც შეეხება მეოთხე ბლოკს, აშენებულია 4 სართული და მიმდინარეობს მეხუთეს მშენებლობა.
81 000 000 ლარიანი ტენდერის მიხედვით 320 ერთ ოთახიანი, 320 ორ ოთახიანი, 80 სამ ოთახიანი, 80 ოთხ ოთახიანი ბინა შენდება.