მართლმადიდებლები შობას აღნიშნავენ

2018-01-06 21:50:40

ქრისტეს შობა (შობა) — ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა). 7 იანვარს 12 საათიდან კი ალილოს მსვლელობა სიონის ტაძრიდან (მესხიშვილის ქუჩა) დაიწყება და მიმდებარე ქუჩებს მოიცავს. ალილოზე შეგროვებული ნობათი უპოვარებს და სოციალურად დაუცველებს დაურიგდებათ.