სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სექტემბრის თვეში რუსთავში 1 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 25 ობიექტში ჩატარდა.
საჯარიმო სანქცია ერთ-ერთ ობიექტს მითითების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა.
საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 99 ობიექტზე ჩატარდა, 81 დოკუმენტურად შემოწმდა, ნიმუში აიღეს 23-დან, ჯარიმა კი 7-ს გამოუწერეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი მაღაზიების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებს.