ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული.
ინფორმაციისთვის, ისრაელის ქალაქ იაფაში ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 9 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავტომატით იყო შეიარაღებული, ხოლო მეორეს დანა ჰქონდა.
პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან.