რუსეთში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

2024-10-01 11:05:12

რუსეთში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითი ცენტრი ავრცელებს და წერს, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კამჩატკის რეგიონის აღმოსავლეთ სანაპიროზე დაფიქსირდა.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.