იტალიის სამხრეთით, რეგიონ მოლიზედან, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ქართველის დეპორტაცია განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ციხიდან გამოსვლისთანავე საქართველოს მოქალაქე პოლიციის თანამშრომლებმა საიმიგრაციო ოფისიდან აიყვანეს.
მისი ფრენა ჩამპინოს აეროპორტიდან ქუთაისისკენ განხორციელდა.