რუსთავში, მარის არხის დასახლებაში ხანძარი იყო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაიწვა ავტოფარეხი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.