რუსთავში 22 სალონი შეამოწმეს

2024-09-09 13:40:05

აგვისტოს თვეში რუსთავში ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრმა პირველადი შემოწმება 22 სალონში ჩაატარა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი დეკანოსიძემ განუცხადა.

ლალი დეკანოსიძის განცხადებით, მონიტორინგის დროს დარღვევა არცერთ სალონში არ გამოვლენილა.

ცნობისთვის, 2023 წლის მარტიდან ქალაქის მასშტაბით მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებენ.