რუსთავში ახალგაზრდა ქალს ავტომობილი დაეჯახა [video]

2024-09-08 17:12:26

რუსთავში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 25 წლის გოგოს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, პაციენტს ზეფაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა.