რუსთავში, ქუჩაში საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა [video]

2024-09-05 23:49:03

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, პატრულის ეკიპაჟის წევრებმა ბიჭი ეჭვის საფუძველზე შეამოწმეს და იარაღი აღმოუჩინეს.

სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ტაქსიდან აიყვანეს.

როგორც ტაქსის მძღოლმა საინფორმაციო სააგენტოს უამბო, ავტომობილში მას 4 მამაკაცი დაუჯდა და თბილისში წაყვანა სთხოვა.

"4 ბიჭი მოვიდა, ჩასხდნენ მანქანაში და მეუბნებოდნენ თბილისში წაგვიყვანეო. გამოიარა საპატრულო ეკიპაჟმა და მოატრიალა, ეჭვი მიიტანეს, შეამოწმეს და იარაღი ამოუღეს", - აცხადებს ტაქსის მძღოლი.

თოდრიას ქუჩაზე რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები