"ხვალ, 2 სექტემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
გაგარინის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდა 1.9 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდა 17 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 15 ერთეული საკვანძო ჭა
ჯივიპიმ პროექტში 3,6 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა
გაგარინის ქუჩის განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 2 სექტემბერს 15:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ
ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 სექტემბერის დღის 15:00 საათიდან, 3 სექტემბრის დღის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავში: მე- 11, მე-12, მე-16, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრო რაიონებს; პუშკინის, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, ღლონტის, ტაბიძის, ჩეხოვის, ჩაპაევის, ბარნოვის, გიორგაძის, გოგოლის, ნეკრასოვის, სამშვილდეს, ტოლსტოის, კახეთის, მცხეთის, ბერიტაშვილის, გ. ჯავახიშვილის, სამგორის, მაზნიაშვილის, ზედგენიძის, რჩეულიშვილის, ტერენტი გრანელისა და ჯავახიშვილის ქუჩებს; ალუბლების, წულუკიძის, ტურგენევისა და აღმაშენებლის ქუჩებსა და გასასვლელებს; სანაპიროს, გუდიაშვილისა და ქუჩიშვილის ქუჩებსა და ჩიხებს; ბელიაშვილის ქუჩასა და შესახვევებს;"