არეულობა ირანში [video]

2018-01-01 15:03:46

28 დეკემბერს ირანის ქალაქ მაშჰადში საპროტესტო აქცია დაიწო. ადგილობრივები ფასების ზრდას აპროტესტებდნენ, რასაც შემდგომ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური გამოსვლები მოჰყვა. საპროტესტო გამოსვლებმა ირანის არაერთი რეგიონი მოიცვა. მოსახლეობის ნაწილი ქუჩაში გავიდა, რასაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს BBC-ის ირანის ბიურო, რომელიც  იუწყება, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ გამოსვლებში  ორზე მეტი ადამიანია მოკლული, ხოლო ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 10-მდე ადამიანია დაღუპული. (გაგრძელება იხილეთ ქვემოთ).


ფართომასშტაბიან საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ირანის პრეზიდენტმა -  „მოქალაქეებს აქვთ უფლება, იყვნენ  აბსოლუტურად თავისუფალი თავიანთი პროტესტის გამოხატვის დროს საახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ მათ არ უნდა დაუშვან ძალადობა“, - განაცხადა ჰასან რუჰანიმ. საპროტესტო აქცია მთავრობის წინააღმდეგ ირანში უკვე მეხუთე დღეა, რაც მიმდინარეობს. „ბი- ბი-სის“ ცნობით, სამართალდამცავები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებენ. ირანში განვითარებული საპროტესტო აქციის შესახებ იხილეთ ვიდეო.