იტალიაში ბინის გაქურდვის ბრალდენით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეჭვმიტანილები 35 და 33 წლის კაცები არიან. მედია წერს, რომ ქართველებმა სახლის გატეხვის შემდეგ ნივთები გამოიტანეს და შემთხვევის ადგილი მანქანით დატოვეს, რა დროსაც პოლიცია აედევნა.
ეჭვმიტანილების მანქანაში ჩხრეკა ჩატარდა. პოლიციამ ქართველების მანქანიდან ოქროს ძვირფასი ნივთები და ბინის გასატეხი სპეციალური ხელსაწყო ამოიღეს.