მას შემდეგ, რაც რუსთავი 70 ერთეულ ავტობუს შეიძენს, მგზავრებს 5 მარშრუტზე მოემსახურება.
19 850 880 ლარიანი ტენდერი, რომლითაც ავტობუსების შეძენა მოხდება, უკვე დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" უკვე შემოგთავაზათ ის ხუთი მიმართულება, სადაც მგზავრების გადაყვანა მოხდება.
ამჯერად გთავაზობთ თბილისში იმ გაჩერებებს, სადაც რუსთავი-თბილისის ავტობუსები გააჩერებენ.
როგორც ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში განგვიცხადეს, სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გაჩერდება: ბარათაშვილის ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან და სადგურის მოედანზე
დიდუბის რაიონისკენ მოძრავი ავტობუსი გააჩერებს: ევროპის მოედანზე, ბარათაშვილის ქუჩის პანდუსზე, იუსტიციის სახლთან, მარჯანიშვილის მოედანზე, “დინამო არენასთან” და მეტროსადგურ “დიდუბესთან”
ვაკის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი გააჩერებს: ბარათაშვილის ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან, უნივერსიტეტის პირველ და მეხუთე კორპუსებთან, ვაკის პარკთან და ე.წ. მაღლივი კორპუსთან;
ასევე ცნობილია, რომ ავტობუსი, რომელიც მგზავრებს რუსთავიდან სპორტის სასახლის მიმართულებით გადაიყვანს იუსტიციის სახლთან გაჩერდება.