რუსთავში რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება.
ამის შესახებ კომპანია ჯივიპი განცხადებას ავრცელებს.
"ქ.რუსთავი, ბესიკის 10ა წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/21/2024 11:00 დან 8/21/2024 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დადიანი, ბესიკი, შ.არაგვისპირელი გასასვლელებით, ლესელიძე ჩიხებით და გასასვლელებით",- ნათქვამია განცხადებაში.