იტალიაში კოსმეტიკის მოპარვისთვის 36 წლის ქართველი კაცი დააკავეს

2024-08-18 17:17:26

იტალიაში ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 36 წლის კაცმა ერთ-ერთი მაღაზიიდან 3400 ევროს ღირებულების კოსმეტიკა მოიპარა. ქართველი მაღაზიის დაცვამ გააჩერა და ადგილზე სამართალდამცავები გამოიძახა.

სამართალდამცავებმა კაცი დააკავეს და მოპარული კოსმეტიკა მაღაზიას დაუბრუნეს.