რუსთავში რამდენიმე მისამართზე წყლის მიწოდება იზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია "ჯივიპი" ავრცელებს.
"ქ. რუსთავი. ბალანჩივაძის 4 წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 8/18/2024 15:00 დან 8/18/2024 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ბალანჩივაძის და ნ. ნიკოლაძის ქ.",- ნათქვამია განცხადებაში.