რუსეთში 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გუშინ მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 88 კილომეტრში იყო. მისი სიღრმე 6 კილომეტრს შეადგენდა.
აშშ-ის ხელისუფლებამ ცნობის საფუძველზე ცუნამის საფრთხე გამოაცხადა.